2012 წლის 2 ივნისს დედოფლისწყაროს მოსახლეობას პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების " წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა უფრო მშვიდ და "საზეიმო"(რა გვეზეიმება) ვითარებაში ჩაივლიდა, რომ არა ერთი პატარა, "არასასურველი" შემთხვევა-დედოფლისწყაროში მცხოვრებმა, 75 წლის უშანგი სულაშვილმა შეხვედრის დასასრულ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. ბერას კლიპის გამაყრუებელი ხმის ფონზე დაიწყო ბ-მა უშანგმა თავისი სიტყვა, რომელსაც, უნდა აღინიშნოს ყურადღებით მოუსმინეს ბატონებმა: კახი კალაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, ბიძინა გუჯაბიძემ,ვახტანგ ხმალაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა და სხვებმა.