მარჯანიშვილის მოედნის დედა-საათი
საქართველოს კანონმდებლობის ჭ/უ მუხლის
ჭ/ე პუნქტით დასაჯეს!
გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა:"დარდმა კაცს წერა დააწყებინაო?"ჰოდა თუ ასეთი ინტერპრეტაციით არ გაგიგონიათ,იცოდეთ,რომ ინტერპრეტაციაც ჩემია და ის კაციც მე ვარ;მაგარი დასწყისია არა?ჰო,ზოგი ცხოვრებას იწყებს, ზოგი ფულის ხაპვას, ზოგი აფერისტობას, ზოგი ეკლესიურობას,ზოგი ზიზღიანობას და კილვა-ლანძღვას, მე კიდევ...რა მრჯის? რაღა რა, ასეთი სასწაული რამეები ხდება ჩემს ირგვლივ და ხმაც აღარ ამოვიღო?(ფულს ხომ არ ვითხოვ,წაიკითხეთ-მეთქი,მარტო ამას ვამბობ).
კუკიაზე ვცხოვრობ და ყოველ სისხამ დილით ცივა, ჰყინავს თუ ცხელა, გამოვდივარ ჩემი ბუნაგიდან(ნუ გიკვირთ, კარგა ხანია,რაც ცხოველურმა ინსტიქტებმა დამიპყრეს;აბა, დილიდან საღამომდე იმაზე რომ ფიქრობ,ლუკმა როგორ იშოვო და მუცელი როგორ ამოიყორო,ცხოველობაა, მაშ რაა?!),ხო. მოკლედ გამოვძვრები ბუნაგიდან,დავეშვები მარჯანიშვილზე და პირველი რასაც ვაკეთებ,მოედანზე მდგარ საათს ვუყურებ და იმ დალოცვილის ციფერბლატზე ისრების მოძრაობასთან ერთდ ვგეგმავ იმდღევანდელ დღეს,ვაკვირდები ჩემს ირგვლივ კანტიკუნტად მდგარ გათოშილ, გამოუძინებელ მშრომელ ადამიანებს და მიკვირს, მათი მზერაც მარჯანიშვილის მოედნის საათზეა გაშტერებული და თითოეული წუთის გასვლას თან აყოლებენ ათასგვარ ფიქრს,სიხარულსა თუ წუხილს; ამასობაში დროც გადის, ახლოვდება ყვითელი ავტობუსი, რომელმაც სამუშაო ადგილებზე უნდა დაარიგოს მეეზოვეები, დამლაგებლები,მშენებლები, სანტექნიკოსები და ა. შ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მონური შრომის სანაცვლოდ კაპიკები შეაქვთ ოჯახში და მაინც, ღმერთს მადლობას სწირავენ, რომ მათი მონობა ვინმეს ჯერ კიდევ სჭირდება და სხვა უამრავთა მსგავსად უმოქმედო და გამოუსადეგარი ნივთებივით ცხოვრების სანაგვეზე არ არიან მოსროლილები.