понедельник, 25 июня 2012 г.

კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და დედოფლისწყაროელების შეხვედრა მეგონა უფრო დიალოგის რეჟიმში გაიმართებოდა. უ. სულაშვილი

    2012  წლის 2 ივნისს დედოფლისწყაროს მოსახლეობას პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების " წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა უფრო  მშვიდ და   "საზეიმო"(რა გვეზეიმება) ვითარებაში ჩაივლიდა, რომ არა ერთი პატარა, "არასასურველი" შემთხვევა-დედოფლისწყაროში მცხოვრებმა, 75 წლის უშანგი სულაშვილმა შეხვედრის დასასრულ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. ბერას კლიპის გამაყრუებელი ხმის ფონზე დაიწყო ბ-მა უშანგმა თავისი სიტყვა, რომელსაც, უნდა აღინიშნოს ყურადღებით მოუსმინეს ბატონებმა: კახი კალაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, ბიძინა გუჯაბიძემ,ვახტანგ ხმალაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა და სხვებმა.

пятница, 20 января 2012 г.

                   მარჯანიშვილის მოედნის დედა-საათი
                  საქართველოს კანონმდებლობის ჭ/უ მუხლის
                       ჭ/ე პუნქტით დასაჯეს!
                                                              
   გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა:"დარდმა კაცს წერა დააწყებინაო?"ჰოდა თუ ასეთი ინტერპრეტაციით არ გაგიგონიათ,იცოდეთ,რომ ინტერპრეტაციაც ჩემია და ის კაციც  მე ვარ;მაგარი დასწყისია არა?ჰო,ზოგი ცხოვრებას იწყებს, ზოგი ფულის ხაპვას, ზოგი აფერისტობას, ზოგი ეკლესიურობას,ზოგი ზიზღიანობას და კილვა-ლანძღვას, მე კიდევ...რა მრჯის? რაღა რა, ასეთი სასწაული რამეები ხდება ჩემს ირგვლივ და ხმაც აღარ ამოვიღო?(ფულს ხომ არ ვითხოვ,წაიკითხეთ-მეთქი,მარტო ამას ვამბობ).
 კუკიაზე ვცხოვრობ და ყოველ სისხამ დილით ცივა, ჰყინავს თუ ცხელა, გამოვდივარ ჩემი ბუნაგიდან(ნუ გიკვირთ, კარგა ხანია,რაც ცხოველურმა ინსტიქტებმა დამიპყრეს;აბა, დილიდან საღამომდე იმაზე რომ ფიქრობ,ლუკმა როგორ იშოვო და მუცელი როგორ ამოიყორო,ცხოველობაა, მაშ რაა?!),ხო. მოკლედ გამოვძვრები ბუნაგიდან,დავეშვები მარჯანიშვილზე და პირველი რასაც ვაკეთებ,მოედანზე მდგარ საათს ვუყურებ და იმ დალოცვილის ციფერბლატზე ისრების მოძრაობასთან ერთდ ვგეგმავ იმდღევანდელ დღეს,ვაკვირდები ჩემს ირგვლივ კანტიკუნტად მდგარ გათოშილ, გამოუძინებელ მშრომელ ადამიანებს და მიკვირს, მათი მზერაც მარჯანიშვილის მოედნის საათზეა გაშტერებული და თითოეული წუთის გასვლას თან აყოლებენ ათასგვარ ფიქრს,სიხარულსა თუ წუხილს; ამასობაში დროც გადის, ახლოვდება ყვითელი ავტობუსი, რომელმაც  სამუშაო ადგილებზე უნდა დაარიგოს მეეზოვეები, დამლაგებლები,მშენებლები, სანტექნიკოსები და ა. შ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მონური შრომის სანაცვლოდ კაპიკები შეაქვთ ოჯახში და მაინც, ღმერთს მადლობას სწირავენ, რომ მათი მონობა ვინმეს ჯერ კიდევ სჭირდება და სხვა უამრავთა მსგავსად უმოქმედო და გამოუსადეგარი ნივთებივით ცხოვრების სანაგვეზე არ არიან მოსროლილები.

понедельник, 16 января 2012 г.

10-ში გასაუბრების შედეგები უნდა დადებულიყო,7-ში კი ჩემს სახლში გაისმა ტელეფონის ზარის ხმა!


ვზივარ  და  ვფიქრობ,რა დამიწუნა  განათლების  სამინისტროს ორმა პირმშვენიერმა ქალბატონმა            გასაუბრებაზე, რომელიც მხოლოდ ორ  წუთს გრძელდება და ალბათ,გარეგნობის მეტს ვერაფერს შეაფასებ ადამიანი დროის ასეთ მცირე მონაკვეთში.
საუბარია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ უამრავ რეფორმათა შორის ერთ-ერთზე:ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის,რომელიც ითვალისწინებს მცირე ეთნოჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლებას.